დავით ჩიხელიძე: „ჩინეთში მიმდინარე გამოფენა და საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობა, არის ეფექტური გზა, იმისა, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე“
„საქართველოს პავილიონი შანხაის გრანდიოზულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრშია“, -წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს ჩინეთში მიმდინარე გამოფენა და საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობა, არის ეფექტური გზა, იმისა, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე.
“საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს მიზანმიმართული წარდგენა, ჩინურ ბიზნესწრეებთან პირდაპირი დიალოგის გააქტიურება და ექსპორტის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები ადგილობრივ კომპანიებს გზას უხსნის მსოფლიო დონის სტანდარტებისკენ და კონკრეტული, პრაქტიკული შედეგები მოაქვს.
ქართულ პავილიონში ნამდვილი აჟიოტაჟია! ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობითა და თანადაფინანსებით, წელს გამოფენაში 37 ადგილობრივი კომპანია იღებს მონაწილეობას, რომელთა პროდუქციამაც ჩინელი მომხმარებლებისა და პარტნიორების უდიდესი ყურადღება მიიპყრო.
ეს არ არის მხოლოდ ცალკეული კომპანიების წარმატება – ეს არის პროცესი, რომელიც პირდაპირ აძლიერებს ქართულ სახელმწიფოს და შემდეგი ფუნდამენტური ბენეფიტები მოაქვს: ადგილობრივი წარმოების გაფართოება და ექსპორტის მოცულობის მატება ნიშნავს ქართული კომპანიების ბრუნვის გაზრდას;
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე დამკვიდრებით სახელმწიფო წარმატებით მოახდენს საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციას;
აქტიური სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთსა და ევროპას შორის გაზრდის მოთხოვნას სატრანზიტო მარშრუტებზე.
ქართული სტენდების წარმატება და ხარისხიანი პროდუქცია მსოფლიოს აჩვენებს, რომ საქართველო არის საიმედო, განვითარებული და პროგრესული პარტნიორი. ჩინეთში მიმდინარე გამოფენა და საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი გვაჩვენებს, რომ
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობა, არის ეფექტური გზა, იმისა, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე!” – წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.


