შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: „ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს სტკენთ და შესაბამისად, არ უნდათ რომ ყურადღება მიაქციონ. რაც საზიანოა ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რა თქმა უნდა, ასე გამოიხატება“
„ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს სტკენთ და შესაბამისად, არ უნდათ რომ ყურადღება მიაქციონ“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით რადიკალების დუმილზე.
პაპუაშვილის თქმით, რაც საზიანოა ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას.
„ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს სტკენთ და შესაბამისად, არ უნდათ რომ ყურადღება მიაქციონ. რაც საზიანოა ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რა თქმა უნდა, ასე გამოიხატება.
რაც შეეხება, ამ ვიზიტს, ეს ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ჩინეთის მეორე პირის ვიზიტი საქართველოში და ნახეთ, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს ამ რეგიონში, რომ საქართველო არის პირველი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი, სწორედ საქართველოში შედგა. ასე, რომ პოლიტიკურ სიმბოლიზმთან ერთად, ამას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური განზომილებაც, როდესაც ჩვენ შუა დერეფანზე და თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ და საქართველოს როლზე შუა დერეფანში. ასე, რომ შედარებისთვისაც რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი პატივს სცემს ქართველ ხალხს. ასე, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს ერთადერთი რამის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოსთხოვა გაამხილოს ვის აფინანსებს და რისთვის აფინანსებს საქართველოში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


