პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე: „სურვილი გვაქვს ერთი – ეს აგენტურა უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს“

„სურვილი გვაქვს ერთი – ეს აგენტურა უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობობაზე საუბრისას.

„ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურა, რომელიც მინიმუმ არ შეიმჩნევს ისეთ უმნიშვნელოვანეს უმნიშვნელოვანეს ვიზიტს, როგორიც იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება.