მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები“
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე მშვიდობაზე, როგორც საქართველოს არჩევანზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.
„საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები.
თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.
დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექნება შესაძლებლობა გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


