დონალდ ტრამპი: “BBC-ის წინააღმდეგ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ”
„დიდი გამარჯვება „ფეიკ ნიუს“ BBC-ის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკად ამახინჯებს სიმართლეს”, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში
„ფლორიდის სამხრეთ ოლქის პატივცემულმა მოსამართლემ, ჯეფრი კუნცმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა. თავის ძლიერ მოსაზრებაში მოსამართლე კუნცმა დაწერა: „მოცემულ შემთხვევაში, მედიასაშუალებამ თავად შექმნა სიუჟეტი. BBC-მ ეს თავადაც აღიარა, როდესაც დაადასტურა ვიდეომასალის ისეთი სახით რედაქტირება, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელიც რეალურად არასდროს უთქვამს“. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და დავამარცხებთ ყველას, ვინც ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


