პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ეროვნული გლოვის ამ დღეს საქართველო ბულგარეთის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებს“

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს ავტომაგისტრალზე მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ განცხადებაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ თანადგომას და დაზარალებულებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„ეროვნული გლოვის ამ დღეს საქართველო ბულგარეთის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ „თრაკიას“ ავტომაგისტრალზე მომხდარი ტრაგიკული ავარიების მსხვერპლთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.