ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსის პროცედურა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროებოდა.
“რატომ, ოფლიანობდა?
დორბლებს ბოტოქსი ვერ შველის და დიდი რაოდენობით თუ გამოეყოფოდა ოფლი, არა და ალბათ გამოეყოფოდა, დამეთანხმება ყველა, ვისაც მისი ჭამა უნახავს, მაშინ შეიძლება ბოტოქსს ეშველა, მაგრამ ასე რომ არ იყო, გადაჭიმული რომ გამოგვეცხადა პროცედურის შემდეგ? არ პრავდება ბატონო თემურ ეგ ხარჯი, ისევე როგორც სარელაქსაციო მასაჟები, ედუარდის სწავლის დაფინანსება ბიუჯეტის ფულით, ბოკუჩავა, ქობალიას საჩუქრები და ა.შ.” – წერს ფოჩხუა „ფეისბუკის“ გვერდზე.


