გია აბაშიძე: „კონტენტ-ანალიზის გარეშეც შესამჩნევია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უნისონში ეწინააღმდეგებიან კრემლი და მისი სასარგებლო იდიოტი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

133

„რადიკალური ოპოზიციის ფსევდო-ევროატლანტიკოსების მავნებლური პროპაგანდა საქართველოზე კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ნატო-ს შტაბ-ბინიდან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა სტოლტენბერგმა პრემიერ კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა – გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისკენ“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

„ნატო-ს ხელმძღვანელმა მადლიერებით აღნიშნა, რომ სხვა პარტნიორებთან ერთად, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის მხარდამჭერი პაკეტების შემუშავებაში და უზრუნველყოფს უკრაინის ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს.

კონტენტ-ანალიზის გარეშეც შესამჩნევია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უნისონში ეწინააღმდეგებიან კრემლი და მისი სასარგებლო იდიოტი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

At a joint press point in Brussels with PM Irakli Kobakhidze NATO Secretary General Jens Stoltenberg stressed:

We are very happy that Georgia is moving in the right direction in terms of prosperity, democracy and full membership in the Euro-Atlantic family.

Georgia is close NATO partner, the Alliance will continue to stand by Georgia. NATO fully supports Georgia’s sovereignty and territorial integrity.

NATO partners are also playing a key role, and I welcome that Georgia is providing humanitarian and financial aid, and hosting thousands of Ukrainian refugees“, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.