მაია ნიკოლეიშვილი არატრადიციული ოჯახების პროპაგანდაზე: „ჩვენ ახლა ვხედავთ როგორც ქვეყნების ატომიზაციას, ისე ატომიზაციას ადამიანებში, საზოგადოებასა და უკვე ოჯახებშიც. რით ხდება ოჯახის დაშლა? – ანტიოჯახური მოდელების შემოთავაზებით. ამას, პირადად მე, გენურ მუტაციას შევადარებდი, რადგან პროპაგანდისა და მანიპულაციის შედეგად ადამიანები ისეთ რადიკალურ ცვლილებებს განიცდიან, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით“
„ჩვენ ახლა ვხედავთ როგორც ქვეყნების ატომიზაციას, ისე ატომიზაციას ადამიანებში, საზოგადოებასა და უკვე ოჯახებშიც. რით ხდება ოჯახის დაშლა? – ანტიოჯახური მოდელების შემოთავაზებით. ამას, პირადად მე, გენურ მუტაციას შევადარებდი, რადგან პროპაგანდისა და მანიპულაციის შედეგად ადამიანები ისეთ რადიკალურ ცვლილებებს განიცდიან, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „ლიბერალიზმის ანატომია“, არატრადიციული ოჯახების პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.
„თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ახალი არ არის. ეს იყო იმ პირველი „ფერადი რევოლუციის“ შემდეგ, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ, იოსებ სტალინის და ამ „ჩაჭრის“ შემდეგ, მთლიანად მოხდა იმ დოქტრინის ნგრევა და დევნაც კი, იმიტომ რომ ეს დასავლური პროექტი იყო. აი, ეს მიმდინარეობს ახლაც. ეს პროექტიც ადამიანის მოგონილია – ადამიანის გადასაკეთებლად, ახალი ადამიანის „შესაქმნელად“. მოდით, სოციალური ინჟინერია დავარქვათ, რომელმაც ნოყიერი ნიადაგი ნახა, განსაკუთრებით ამერიკაში, თან ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ამას, მე, როგორც მედიკოსი, დავარქმევდი მუტაციას, გენურ მუტაციას – გენი როცა იცვლება სხვადასხვა ზემოქმედების მეშვეობით, ის განიცდის მუტაციას და აკეთებს იმას, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ჩემი აზრით, ადამიანის ეს ქცევაც დაახლოებით მსგავსია და ეს არის, სამწუხაროდ, სოციალური ინჟინერიის პროდუქტი. პროპაგანდისა და მანიპულაციის ზემოქმედების ქვეშ, თურმე ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, ადამიანები რაზე არიან წამსვლელები, როგორი მუტაცია და როგორი ცვლილება შეუძლიათ.
როდესაც ტრანსგენდერული ნარევი ოჯახია, ბავშვის ფსიქოსოციალური განვითარება ყველა ვარიანტში შეფერხებული იქნება. საოცრად იქნება დარღვეული როლური იდენტიფიკაციის საკითხები – ვინ უნდა უყვარდეს, სიყვარული ვისგან უნდა ისწავლოს, ვინ იქნება ამის მოდელი? – რომ არ გავაგრძელოთ, ისედაც გასაგები იქნება ყველაფერი. გარდა ამისა, სახეზე იქნება ასევე ნდობის მძიმე დეფიციტი: ანუ სამყაროს მიმართ ნდობა, პარტნიორის მიმართ ნდობა, საზოგადოების მიმართ ნდობა, მეგობრის მიმართ ნდობა და ა.შ. ირღვევა ყველაფერი. და რაც ყველაზე სახიფათოა – მსგავს ოჯახებში ბავშვები ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. მე ხშირად მიფიქრია პედოფილიაზე და ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი დანაშაული, რომლისთვისაც მე პირადად ყველაზე მკაცრ სასჯელს გამოვიყენებდი“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.


