სკანდალი “ლელოში“: თამაზ დათუნაშვილმა პარტია დატოვა. “კურიერის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძესა და თამაზ დათუნაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი 1000-ლარიანი პენსიის დაპირება გახდა

275

ტელეკომპანია “რუსთავი – 2-ის” გადაცემა “კურიერის” ინფორმაციით, პარტია “ლელოს” რიგები თამაზ დათუნაშვილმა დატოვა. პარტიის ლიდერთან – მამუკა ხაზარაძესთან სკანდალის მიზეზი წინასაარჩევნოდ 1000-ლარიანი პენსიის დაპირება გახდა, რაც, დათუნაშვილის აზრით, არარეალურია.

დაპირისპირების დეტალებზე დათუნაშვილი ღიად არ ლაპარაკობს, თუმცა “კურიერს” დაუდასტურა, რომ მან პარტიის რიგები დატოვა.