ბექა დავითულიანი: „იმის ნაცვლად, რომ ბატონი ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, არის გარეთ და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს“

160

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.

„იმის ნაცვლად, რომ ბატონი ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსებისა და ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, არის გარეთ, გვიყიჟინებს და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს.

ეს ძალიან მარტივი სცენარია – სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი; მერე მიანიჭოს მოქალაქეობა, რომ პოლიტიკაში ჩართვის ლეგიტიმაცია მისცეს და რევოლუციის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული, რაც მათ არ გამოუვათ და მათი შანსი ნულოვანია“, – აღნიშნა დავითულიანმა.