ბექა დავითულიანი გახარიას შესახებ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით: „რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ. საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული“

93

„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, – რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული“, – განაცხადასაპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის – გიორგი ბარამიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ გახარიას პარტიასთან სამომავლოდ კი არა, დღესაც თანამშრომლობს.

„იმ მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს, ადგილზე, რაიონებსა და რეგიონებში, ყოველდღიური ყოფის დონეზე ქმნიან პრობლემებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.