პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი სამღვდელოების ნაწილთან დაკავშირებით: “ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ”

„როგორი მსგავსებაა – საერო პოლიტიკური არჩევნების წინ არანაირ წინამოსამზადებელ აგიტაციას არ აწარმოებდე, მერე აგებდე ამ არჩევნებს, მერე გულსა შინა თვისსა საკუთარ დაკავებულ ადგილს არ ეთანხმებოდე, საბოტაჟის რეჟიმში გადადიოდე, თავს ერთადერთ ნაღდს, ჭეშმარიტს, ლეგიტიმურს უწოდებდე და მოსახლეობის უმრავლესობას გაკეთებულ არჩევანს უწუნებდე და ქვეყნის აყირავებით ემუქრებოდე“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

“ერთი ერთში იმეორებენ ამ ყველაფერს – შედეგიც იგივე კი არა, უფრო მძიმე დაუდგებათ: პოლიტიკურ შემთხვევაში – საკუთარ უღმერთობას ღიად აპელირებენ, აქ კი ღმერთის და წმიდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ.

ბოლო ჟამს – წმინდა ათონის მთაც კი ჩაიძირებაო – გვასწავლიან წმინდა მამები, ხოლო ანტიქრისტე მაინც დამარცხდება”, – წერს დავით ქართველიშვილი.