„ვინც ამ სიგიჟეს იგონებს, ზუსტად ხომ იცის, რომ ბუნების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას მომავალი არ აქვს. ნუთუ, ჩვენს ფსევდოლიბერალებს მოსწონთ ის, რაც ახლა ხდება?“

145

„ფანტასტიკის სფეროსაც სცილდება ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებით უმცირესობის მიმართ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე.

“ის, ვინც ამ სიგიჟეს იგონებს, ზუსტად ხომ იცის, რომ ბუნებაზე მაღლა არ დგას და საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას მომავალი არ აქვს.

მაშინ – რატომ ასეთი სიგიჟე? მე პასუხი არ მაქვს. ან, ნუთუ, ჩვენს ფსევდოლიბერალებს მოსწონთ ის, რაც ახლა ხდება? ტრანსგენდერი, რომელიც გარეგანი ჩარევით, ჰორმონებით წარმოქმნილი რძით კვებავს შვილს – ეს ხომ უკიდეგანო მარაზმია. მათ ხომ შვილები ჰყავთ, ძმები, დები? მე მაინც მგონია, ამ უბედურებას, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, გაგრძელება არ უწერია – არ არის კანონზომიერი და იმიტომ.
მე კი ღმერთს ვთხოვ, დაიფაროს ჩემი სამშობლო ამ სიგიჟისგან”, – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.