ირაკლი კობახიძე: „ვფიქრობ, რომ ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული. ველოდებით შემხვედრ პოზიციას“
„ჩვენ მოთმინებით ველოდებით, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის შესახებ.
„ვფიქრობ, რომ ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული. ველოდებით შემხვედრ პოზიციას“, – განაცხადა პრემიერმა.


