პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ზურა ჯაფარიძის შესახებ: „ჩემთვის ეს არის უცხოელი აგენტის მიერ მორიგი დავალების შესრულება. მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ხაზია ნარკოტიკების მოხმარების წახალისება გლობალურად და საქართველოში ამით განსაკუთრებულად არის დაკავებული ეს კონკრეტული უცხოელი აგენტი“

„ჩემთვის ეს არის უცხოელი აგენტის მიერ მორიგი დავალების შესრულება. თქვენ იცით, რომ გლობალურად კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ წახალისდეს ნარკომანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძის განცხადებას შეეხებოდა.

„ეს არის გლობალური ტენდენცია. ამაში არიან ჩართული ე.წ. ლიბერალები, ფსევდოლიბერალები. მათი ერთ-ერთი მთავარი ხაზი, საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ნარკოტიკების მოხმარების წახალისება გლობალურად, რასაც ძალიან სერიოზული პრობლემები მოაქვს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში ამით განსაკუთრებულად არის დაკავებული ეს კონკრეტული უცხოელი აგენტი, რომელსაც ავალებენ ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას საქართველოში“, – აღნიშნა პრემიერმა.