ბექა დავითულიანი – მამუკა ხაზარაძეს: „თქვენი მუსტანგი ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ, დამწვარი ძველი მანქანაა“

152

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ლელოს“ ლიდერის – მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. ამ განცხადების თანახმად, ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც ხაზარაძე მალე შეაკეთებს, ის ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას.

„მამუკა ხაზარაძე საერთოდ აჭრილია თავის წარმოდგენებში. ბატონო მამუკა, თქვენი მუსტანგი ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ, დამწვარი ძველი მანქანაა“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.