პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული“

საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია, შესაბამისად არც არავის მივცემთ შესაძლებლობას გამოიყენოს შეხვედრები და ფორმატები იმისათვის, რომ ეს გახდეს სპეკულაციების ინსტრუმენტი სპეკულაციებისთვის.

მინისტერიალი ​თუკი იმართება უნდა იყოს მიწვეული მინისტრი, სწორედ ამიტომ არ არის განხილული ჩვენი მხრიდან არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება.“, – აღნიშნა მინისტრმა.