„ეს აპირებს, დისტანცირდეს “ნაცმოძრაობისგან” და შექმნას „ახალი“ პოლიტიკური ძალა?!“

140

„ეს აპირებს, დისტანცირდეს “ნაცმოძრაობისგან” და შექმნას „ახალი“ პოლიტიკური ძალა?!“ – ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას მიერ დღეს გავრცელებულ პოსტს, სადაც ის წერს, რომ განსაკუთრებულ აურზაურსა და ამაო ყაყანის დღეებში ენატრება იმ საკნის სიმშვიდე, სადაც სასჯელს იხდიდა.

„რა გაქნილი ნაძირალაა…
ეს უსამშობლო იყო, რომელიც ქმნიდა ციხის რეჟიმს, ჯერ როგორც პროკურორი და შემდეგ – როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე. მისი „შემოქმედებიდანაა” გამამართლებელი განაჩენების ნულოვანი ნიშნული; ასობით ათასი პრობაციონერი;
10-კაციან საკანში 50 პატიმარი; დაცემინების გამო მსჯავრდადებულის ცემა;
პატიმრების გვამებზე „დასკოჩვა“; სისტემატური ძალადობა; რეზინის ხელკეტით გაუპატიურება და ა.შ. მისი „შემოქმედების“ მონაპოვარია ფსიქიკური პრობლემის მქონე ასობით ათასი ყოფილი პატიმარი;

ასობით ათასი დასახიჩრებული და ფიზიკური პრობლემის მქონე, მსჯავრმოხდილი ადამიანი; გაუპატიურებისას გარდაცვლილი და პატიმრობის დასრულების შემდეგ ქრონიკული დაავადებების გამო დაღუპული ასობით ადამიანი.
ჰოდა, ეს უსამშობლო ნაძირალა ირონიულად, რომანტიკული განწყობით მოიხსენიებს საკუთარ საკანს, თუ როგორ სიმშვიდესა და კომფორტში ბრძანდებოდა!

P.S. ეს აპირებს დისტანცირდეს, “ნაცმოძრაობისგან” და შექმნას „ახალი“ პოლიტიკურო ძალა?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.