„ნიკა გვარამია, რომელიც მედია მენეჯერობის სტატუსით კანონს ემალებოდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი და მან მიხეილ სააკაშვილის დროის ციხის პირობებსა და ახლანდელი ციხის პირობებს შორის განსხვავება საკუთარ თავზე გამოსცადა“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
„არ მოგეჩვენათ – ეს ნიკა გვარამიას, “ნაციონალური მოძრაობის” სინონიმის აღიარებითი ჩვენებაა…
ისიც კი ვერ მალავს და გაოცებულია იმით, თუ როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” და შეძლო, პენიტენციური სისტემა, საკუთრივ კი, ციხე ადამიანის ღირსებასა და მის საჭიროებებზე მორგებულ გარემოდ ექცია.
“ნაციონალური მოძრაობა”, რომლის პოლიტიკური და იდეური შვილობილია ნიკა გვარამია, ციხეში აუპატიურებდა და კლავდა ქართველს კაცს.
2012 წელს “ქართულ ოცნებას” მძიმე მემკვიდრეობა დახვდა – პენიტენციურ სისტემას 24114 პატიმარი ჰყავდა.
2010-2011 წლებში ციხეში წამებით, არასათანადო მოპყრობით გარდაცვლილი 282 პატიმარი ირიცხებოდა.
კვლევით, რომლითაც 2000 პატიმარი გამოიკითხა, გამოკითხულთა 84% აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ციხეში პატიმრობამ გაუჩინა სოციალური, მენტალური, ფსიქოლოგიური პრობლემები.
ყოველი მესამე ამბობდა, რომ ციხეში განუვითარდათ ქრონიკული, განუკურნებელი დაავადებები.
გამოკითხულთა 48%-ის თქმით, მათ შრომისუნარიანობა მთლიანად წაერთვათ.
მიხეილ სააკაშვილის ციხეში წამება იყო პოლიტიკური დირექტივა პატიმრის ნების გასატეხად, იყო პრაგმატული მეთოდი ციხის სამართავად და იყო სადომაზოხისტური ტკბობა ციხის ადმინისტრაციისთვის.
კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სულხან მოლაშვილის 1365-დღიანი წამება როგორც მის მიმართ სააკაშვილის პირადი შურისძიება ამ რეჟიმის სამხილებლად საკმარისია.
ქართული ციხე 2012 წლიდან დღემდე არის ადამიანის უფლებებზე მორგებული სისტემა, რომელშიც რეფორმების პროცესი საჭიროებაზე მორგებული დღის წესრიგია.
2018 წელს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო რეფორმად გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის დროს თუ ის იმ სისტემის ნაწილი იყო და ციხეში ადამიანების მასობრივ წამებასა და მათი უფლებების დარღვევაზე დუმდა, “ქართული ოცნების” მიერ პენიტენციური სისტემის რეფორმასა და ციხის განსხვავებულ, ადამიანის საჭიროებებზე მორგებულ პირობებზე აღფრთოვანება ვერ დამალა და აღიარა ის, რაც აღიარა.
მინაწერი: ასეა, განსხვავება ნათელია და აღიარებაც შეიძლება, თუ პოლიტიკური განწყობებით არ დაიბრმავებ თვალს“, – აღნიშნავს მეგრელიშვილი.



