კატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა
კატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა ბიზნესმენთა ასოციაციის წევრს, “ალ ქასრ ჯგუფის” ხელმძღვანელს, შეიხ ნაიეფ ბინ ეიდ ალ-თანის, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს და საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.


