ვატო შაქარიშვილი: „ელჩი დანიგანი ბეჯითად აგრძელებს ელჩ დეგნანის გზას. მეტად ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც არჩევნებზე ლაპარაკობს“

198

„ელჩი დანიგანი ბეჯითად აგრძელებს ელჩ დეგნანის გზას.
აშშ-ის “ახალი” ელჩი რობინ დანიგანი სააკაშვილის ბიოლოგიური მშობლის (სიტყვა “დედა” ამ ქალს არ შეეფერება), გიული ალასანიას უნივერსიტეტში იმყოფებოდა და სწორედ იმ სივრციდან გადაწყვიტა სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ლაპარაკი“, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობის – „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

„თემაზე მოგვიანებით, იქამდე კი მინდა, ქალბატონ ელჩს ვკითხო: თუ დაინტერესდა, როგორ აღმოჩნდა აღნიშნული უნივერსიტეტი გიული ალასანიას ხელში? მან უნდა იცოდეს, რომ უნივერსიტეტი, რომელსაც საელჩო გრანტებს აძლევს და ელჩი სიამაყით სტუმრობს, არის მიტაცებული და ნაძარცვი!!! სააკაშვილის სისხლიანი, მოძალადე რეჟიმის დროს მისმა ბიოლოგიურმა მშობელმა გაძარცვა სახელმწიფო და, კონკრეტულად, ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლისგანაც მიიტაცა მილიონობით დოლარის ღირებულების ქონება, იქ კი უნივერსიტეტი დააფუძნა.

ამასთან, ეს არის ლიბერალური ძალების თავშესაფარი და საქართველოს მტრების ბაზა, როგორიც არის “ფრანკლინის კლუბი” და სხვები. ასევე, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს იყენებენ მომავალი თაობების ინდოქტრინაციისთვის. მას არაფერი აქვს საერთო განათლებასთან. ის არის პოლიტიკური ინსტრუმენტი!

სწორედ ასეთი სივრციდან მოინდომა ელჩმა დანიგანმა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ხაზგასმა.

საქართველოში 12 წელია, ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და ქართველი ხალხის ნება მკაფიოდ არის გამოხატული, რაც გულისხმობს დიდ და მტკიცე უარს იმ ხალხის მიმართ, რომელთა ხელისუფლებაში დასაბრუნებლადაც იქნა გამოგზავნილი რობინ დანიგანი მის მოადგილე ალან პარსელთან ერთად, რომლებიც კიევის მეიდნის შემოქმედის, ვიქტორია ნულანდის უშუალო გუნდს წარმოადგენენ. დანიგანის განცხადებით, საელჩო ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა დაცული იქნება… ამბობს იმ ქვეყნის ელჩი, რომლის მოქმედი პრეზიდენტიც აცხადებდა, რომ არჩევნები გაუყალბეს! სამართლიან არჩევნებზე გველაპარაკება იმ ქვეყნის ელჩი, რომელშიც ერთ-ერთ კანდიდატს და ყოფილ პრეზიდენტს უზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას! იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელშიც სადაზვერვო სამსახურები კრძალავდნენ მედიაში ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა ბაიდენის ოჯახის კორუფციულ გარიგებებს! რომელშიც მოქმედ პრეზიდენტს გაუუქმეს გვერდი სოციალურ ქსელში… რომელშიც ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატს და ყოფილ პრეზიდენტს, წინასაარჩევნო პერიოდში, 91 ბრალი წარუდგინეს…
კიდევ ბევრი გარემოება შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რისი გათვალისწინებითაც ელჩი დანიგანი მეტად ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც არჩევნებზე ლაპარაკობს“, – აღნიშნავს შაქარიშვილი.