პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება“

„ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიას თქმით, საზოგადოება მუქარებს ძალიან შეურაცხმყოფელად იღებს.

„ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება. დღევანდელი ელიტა გვეუბნება, რომ შენ თუ გინდა იყო ჩვენთან, შენ უნდა იყო ჩვენი ყურმოჭრილი მონა, რასაც ჩვენ გეტყვით, ის უნდა აკეთოთ და ამაზე უნდა მომიწერო ხელი, თუ არ მომიწერ ამაზე ხელს, გვემუქრება, რომ ვიზას გაგიჩერებ. დამერწმუნეთ, საზოგადოება ამ მუქარებს ძალიან შეურაცხმყოფელად იღებს. ერთხელ და საბოლოოდ, ეს უნდა გაისიგრძეგანონ და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც არის. ვერავის დააშინებენ. ბევრი მუქარა ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბევრი არჩევნები გამოვიარეთ ამ მუქარის და ზეწოლის ფონზე, მაგრამ ვნახეთ რა შედეგები დაიდო ამ არჩევნებზე ამ მუქარების, ამ უტიფრობის ფონზე“, – აღნიშნა მან.