გიორგი ხახუბია: „მსურს გამოვეხმაურო ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც კონკრეტული პირის მიერ ორჯერ გაჟღერდა ჩემი ძმის სახელი და გვარი, რაც მიზნად ისახავდა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის“
„მსურს გამოვეხმაურო ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც კონკრეტული პირის მიერ ორჯერ გაჟღერდა ჩემი ძმის სახელი და გვარი, რაც მიზნად ისახავდა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ.
„მკაცრად მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ჩემი ძმის ხსოვნას, პატივი სცენ ჩემი ოჯახის ტრაგედიას და ჩემი ძმის ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის!“ – წერს გიორგი ხახუბია.


