საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ფონიჭალაში გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს მინდა ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება.

აღსანიშნავია ის ძალისხმევა, რომელსაც მაშველები სწევენ იმისათვის, რომ დაეხმარონ ტრაგედიის მსხვერპლებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღეს დილით ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია 5 ცხედარი – სამი ქალის, ერთი მამაკაცის და ერთი ბავშვის. ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანი – მცირეწლოვანი რჩება.