საქართველოში საფრანგეთის საელჩო: „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, და სოლიდარობას გამოვხატავთ დაშავებულებისა და შემთხვევისას მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ“
საქართველოში საფრანგეთის საელჩო თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, და სოლიდარობას გამოვხატავთ დაშავებულებისა და შემთხვევისას მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ. თანადგომის ნიშნად, კვირას, საფრანგეთის საელჩო ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.


