საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“

აშშ-ის საელჩო საქართველოში თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ, თანაგრძნობამ და ტრაგედიის ფონზე გადარჩენილი სიცოცხლით გამოწვეულმა გულწრფელმა სიხარულმა არავინ დატოვა გულგრილი“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.