საზოგადოება

ნატოს სამეკავშირეო ოფისი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.

„ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაზარალებულთანაა. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.