პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: „გარკვეული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, რომ ხელი მოითბონ და რაღაცნაირად შეეცადონ, რომ სათავისოდ გამოიყენონ, მწვავე პრობლემად თუ არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ. არსებობს ძალიან მწვავე რისკები, ეს რისკები უკავშირდება ძალიან ბევრ უბანს. მარტივად ვიტყვი, რომ ევროპული სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა დღეს უარს ამბობს საერთო სუროგაციაზე“

„მოსალოდნელი ალბათ იყო, რომ გარკვეული დისკუსია გაჩნდებოდა. იმიტომ რომ მიუხედავად საყოველთაო თანხმობისა, რომ ამ თემას უზარმაზარი რისკები ახლავს, რისკები, რომელიც ძალიან მწვავე რისკებს წარმოადგენს სინამდვილეში, ამის მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, რომ ხელი მოითბონ და რაღაცნაირად შეეცადონ, რომ სათავისოდ გამოიყენონ, მწვავე პრობლემად თუ არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ და ა.შ.“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვის საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, იმ რისკების გათვალისწინებით, რომელსაც სუროგაციის პროცესი მოიცავს, დიდი და განვითარებული ქვეყნები უარს ამბობენ ამ მომსახურების გაწევაზე.

„ლოგიკურად თუ ვიქნებით თანმიმდევრულები, ძალიან მარტივად გამოიყურება აქ ხელისუფლების მსჯელობა და ლოგიკა ყველა თვალსაზრისით. საიდანაც არ უნდა შევხედოთ სუროგაციის თემას, ყველა მიმართულებით არსებობს ძალიან მწვავე რისკები, ეს რისკები უკავშირდება ძალიან ბევრ უბანს. ძალიან ბევრ მონაკვეთში შეიძლება ბევრ მონაკვეთში შეიძლება ძალიან დიდი რისკების მატარებელი იყოს. ყველაზე მარტივი გასაგები, რომ იყოს და არ ჩავეძიოთ წვრილმანებში ამ საკითხს, მარტივად ვიტყვი, რომ ევროპული სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა დღეს უარს ამბობს საერთო სუროგაციაზე. იქაც არსებობს ყველა ის არგუმენტი, რომლის ხელზე დახვევასაც ცალკეული ადამიანები შეიძლება ცდილობდნენ, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი სახელმწიფოები, დიდი სამედიცინო შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოებიც კი თავს იკავებენ ამ ინსტიტუტის დაკანონებისგან. მათ შორის არის გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი. აშშ-ის შტატების უდიდეს უმრავლესობაში არ არის დაშვებული სუროგაცია, ცალკეულ შტატებში არის და იქაც აქვს ამას მკაცრი რეგულაციებიც. მაგრამ მკაცრი რეგულაციების მიღმა შეიძლება არსებობდეს იქაც მწვავე დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ. იმ ქვეყნებშიც, სადაც ნებადართულია, ჯერ იქ არის უმკაცრესი შეზღუდვებით და ამ უზარმაზარი შეზღუდვების მიღმაც არსებობს უზარმაზარი დისკუსია თუ რამდენად გამართლებულია იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს არსებობს, ამის გამართლებას ძალიან ძნელად პოულობენ ადამიანები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.