საზოგადოება

ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: „არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან“

„არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას? არ ამოვიდა ყელში ეს ვითომ მორალისტებისგან და ვითომ ამ ქვეყანაზე მოფიქრალებისგან „ტიპების“ ძერწვა?“ – წერს ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

გეგეჭკორის თქმით, ირაკლი წულაია გახარიამ მიიკედლა და უამრავი სიბინძურე აკეთებინა, ცნობილია მისი ნარკოტიკული საქმიანობის შესახებ, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც მარაბდა-კარწახის დირექტორად მუშაობდა.

„მეგობრებო, არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას? არ ამოვიდა ყელში ეს ვითომ მორალისტებისგან და ვითომ ამ ქვეყანაზე მოფიქრალებისგან „ტიპების“ ძერწვა? აი, მაგალითად, ვინ არის ეს ტიპი – ირაკლი წულაია, რომელიც გახარიამ მიიკედლა და უამრავი სიბინძურე აკეთებინა? იცით, რომ ცნობილია მისი ნარკოტიკული მოღვაწეობის შესახებ, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც მარაბდა-კარწახის დირექტორად მუშაობდა? ჰკითხეთ, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლებას დაგვიწყებს, შემთხვევით მაგ მიზეზით ხომ არ მოხსნეს მაგ პოზიციიდან და დაკავებულიც ხომ არ ჰყავდათ, ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის მცდელობისთვის? ჰკითხეთ, რას აკეთებდა იგივე იმ დროს, როდესაც თვალთხარიას ბრძანებით რუსთაველზე მომიტინგეებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ, არ გაინტერესებთ? სად იყო, რას აკეთებდა 2012 წლიდან 2020 წლამდე, ანუ მისი უფროსის, მოღალატე გახარიას გადადგომამდე რით იყო დაკავებული?“ – წერს ლიზა გეგეჭკორი.