კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სენაკში, ფონდ „ქართუს“ მიერ განახლებული სახელმწიფო თეატრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და შემოქმედებით პროცესს უშუალოდ გაეცნო
საქართველოს კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სენაკში, ფონდ „ქართუს“ მიერ განახლებული სახელმწიფო თეატრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და შემოქმედებით პროცესს უშუალოდ გაეცნო.
მინისტრის თქმით, უდიდესი ისტორიის მქონე სენაკის სახელმწიფო თეატრი დღეს აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩევა და მოხარულია, რომ თეატრი განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სივრცით აგრძელებს საქმიანობას.
მაია ბითაძემ ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა თეატრის შენობაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლაც ფუნქციონირებს, რადგან სწორედ ასეთი სივრცეები ქმნის მყარ საფუძველს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მისი ხვალინდელი დღის შესაქმნელად.


