“დღეს ნაცმოძრაობის კონტროლირებადმა მედიამ ერთ ხმაში აიტაცა სტატია, რომელიც რომელიღაც უცხოურ ინტერნეტ გამოცემაში დაიბეჭდა და სადაც ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, როგორც თითქოსდა სახელმწიფოს მიმტაცებელსა და ოლიგარქზე“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
“როგორც კი ამ ინფორმაციას ყური მოვკარი, სტატია მოვძებნე და გავხსენი. გავხსენი და ჰოი საოცრებავ – სტატიის ავტორი, ბრაიან უაითმური გახლავთ, რომელიც “ატლანტიკური საბჭოს” წევრი და ნაციონალი ბათუ ქუთელიას უახლოესი მეგობარია. ახლა ხომ გასაგები ხდება, ვინ და როგორ შეუკვეთა ეს სტატია? ხომ ხვდებით რადიკალებო, რომ ნაძარცვი ფულით დაკვეთილი სტატიებით საზოგადოებას ვერ მოატყუებთ? თქვე დალოცვილებო, ისეთ კაცს მაინც დააწერინეთ ეს ბოდვები, პირდაპირ რომ არ იყოს თქვენთან კავშირში, თორემ 1 საათიც ვერ ძლებს თქვენი ტყუილები”, – წერს ნიკოლეიშვილი.



