ვლადიმერ ბოჟაძე: “საქართველოს ხელისუფლება და ,,ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ეს არის მოქალაქეების 85%-ზე მეტის დავალება”

195

“დიახ, საქართველოს ხელისუფლება და ,,ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ეს არის მოქალაქეების 85%-ზე მეტის დავალება და ჩვენ ამ დავალებას აუცილებლად შევასრულებთ”, – წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ბრიუსელში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები: ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება, ხოლო ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო, რაც კი მანამდე ჩატარებულა.

„ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში გაემგზავრა, დღეს სწორედ 20-21 თებერვალს გამართული შეხვედრების შედეგების შეჯამება მოვისმინეთ.

ბრიუსელში განხორციელებულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები: ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა საქართველოს, მისი პრემიერ-მინისტრისა და დელეგაციის წევრების მიმართ.

ირაკლი კობახიძე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის, ევროკომისარს ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლასა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ევროკავშირ- საქართველოს ასოცირების საბჭოსა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები.

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო, რაც კი მანამდე ჩატარებულა. ევროპის დედაქალაქში ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ამოცანა: ,,2030 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე  “ფეისბუკის” გვერდზე.