პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი:  “საქართველოს მშპ 2012-დან 2025 წლამდე გაიზარდა 415 პროცენტით – საოცარი შედეგია “ოცნების” მმართველობის, მაგრამ, ზოგიერთი რომ გაძღა, მომრგვალდა ამ წლებში, დღე და ღამე ოცნების და ბიძინას ლანძღვაშია – სატელიტური თეფშისთვის რომ იჭერდნენ, გვამებს სახურავებზე აწყობდნენ, მაშინ დემოკრატია ჰყოფნიდათ. ამას რა ჰქვია “უნახავმა რა ნახა” თუ “ვირო მადლი”?”

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2012-დან 2025 წლამდე 415 პროცენტიან ზრდაზე საუბრობს.

“AI  გვეუბნება:  საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს დაახლოებით 15.8–16.5 მილიარდი აშშ დოლარი (26.1–27.2 მილიარდი ლარი) იყო, ხოლო ბოლო სრული წლის (2025) მონაცემებით 39.5 მილიარდ აშშ დოლარი (108.4 მილიარდ ლარი). გაიზარდა 415%.

საოცარი შედეგია ოცნების მმართველობის, მაგრამ მე ერთი მაკვირვებს. ზოგიერთი  რომ გაძღა, მომრგვალდა ამ წლებში დღე და ღამე ოცნების და ბიძინას ლანძღვაშია (ექიმები მაგალითად). მშვიდობა არ გვინდა დემოკრატია არ გვყოფნისო. ომი გვინდაო (ყველა წინა ომი გამოტოვა).

სატელიტური თეფშისთვის რომ იჭერდნენ, მოკლულების გვამებს სახურავებზე აწყობდნენ. მაშინ დემოკრატიაც ჰყოფნიდათ და სიტყვის თავისუფლებაც. ამას რა ჰქვია “უნახავმა რა ნახა” თუ “ვირო მადლი”?” – წერს ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.