საზოგადოება

თორნიკე ზირაქიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტის შესახებ: „კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, ჩვენი განაშენიანების გეგმა საჯარო განხილვების ეტაპზეა – ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ღია, საჯარო და გამჭვირვალე“

„კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, ჩვენი განაშენიანების გეგმა საჯარო განხილვების ეტაპზეა“, – განაცხადა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა თორნიკე ზირაქიშვილმა.

მან საჯარო განხილვების მიზნებზე ისაუბრა.

„დღეს გარდაბანში გაიმართება საჯარო განხილვა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წარვადგენთ ჩვენს პროექტს და დაინტერესებული მხარეებიდან მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, რეკომენდაციებსა და კომენტარებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ღია, საჯარო და გამჭვირვალე”, – აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე დღეს საჯარო განხილვა გარდაბანში 13:00 საათზე დაიწყება.