პოლიტიკა

პრემიერი: “რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არ არის ჩვენ მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, აქედან გამომდინარე, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა. ეს არის საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას”

“რაც შეეხება ზოგადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ. ეს არ არის ჩვენ მიერ შექმნილი მოცემულობა. ეს მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ ჩვენ მემკვიდრეობით, რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

„რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ე.წ. აღიარება აქვს განხორციელებული, შესაბამისად, სტატუს- კვო არის უმძიმესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება, ბუნებრივია, თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა.

ამ დიალოგში არის ერთი ეს საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც, ბუნებრივია, ჩვენ მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას და გვესმის, რომ აქ მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგი ვერ მიიღწევა – ეს ერთი. არის მეორე ე.წ. პოზიტიური საკითხები, რაზეც ჩვენ იმ შემთხვევაში შეიძლება წავიდეთ, თუ დავინახავთ, რომ ამის მიზანი არ არის ოპოზიციისთვის ენერგიის მიცემა, ხელისუფლების დასუსტება. ეს – მეორე. და მესამე არის ტექნიკური საკითხები, რაზეც ასევე მნიშვნელოვანია საუბარი და ამაზე გაგრძელდება დიალოგი. ამასთან დაკავშირებით უფრო ადვილია პროგრესის მიღწევა”, – აღნიშნა პრემიერმა.