პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი USAID-ის ფაილების შესახებ: „ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ქართველებს საფლავს გვითხრიდა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს საფლავი USAID-მა თავისთვის გაითხარა“

„ჩვენ მეგობრებად მივიჩნევთ ბევრს, მაგრამ, როგორც ხედავთ, მეგობრობასთან ერთად… აგერ, აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია საფლავს გვითხრიდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა USAID-ის ფაილებზე საუბრისას.

„საზოგადოებამ სამყაროს არა „მეგობრებისა“ და „მტრების“ კატეგორიით, არამედ გარკვეული ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა უყუროს.

ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ქართველებს საფლავს გვითხრიდა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გამოჩნდა, რომ ისინი საქართველოს არჩევნებში ერეოდნენ, რათა მათთვის სასურველი ძალა მოეყვანათ [ხელისუფლებაში]. მერე აღმოჩნდა, რომ ეს საფლავი USAID-მა თავისთვის გაითხარა.

ამ კატეგორიებით ნუ შეხედავთ სამყაროს, სამყაროს შეხედეთ ინტერესების კატეგორიით. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.