პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: „იმდროინდელ ედპ-ს გადატრიალება არ მოუხდენია – სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან. ისიც კარგად იციან, რომ სააკაშვილის პორტრეტს კაბინეტში ელჩები არ კიდებდნენ, ამას სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა და უკლებლივ ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ჩავიქნიო და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას?“

„იმდროინდელ ედპ-ს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან. ისიც კარგად იციან, რომ სააკაშვილის პორტრეტს კაბინეტში ელჩები არ კიდებდნენ, ამას სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა და უკლებლივ ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ჩავიქნიო და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას?“ – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელ ბერდია სიჭინავას და მის თანამოაზრეებს, რომლებიც მის წარსულ საქმიანობასა და ბიოგრაფიაზე კრიტიკულ და დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებენ.

„კიდევ ერთხელ იმათ, ვისაც ვერ შეაგნებინებ სიმართლეს. იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია. ოპონენტი კი იყო ხელისუფლების, მაგრამ სამხედრო გადატრიალება მრგვალი მაგიდის წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. ედეპეს ლიდერი გიორგი ჭანტურია უშიშროების იზოლატორში იყო, პოლიტიკური მდივანიც იმავე იზოლატორში, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი ასევე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. იგივე გველოდა ყველას. რეალურად პარტია ვერ ფუნქციონირებდა სრულყოფილად სამხედრო გადატრიალების დაწყების დროს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა ? იციან, მაგრამ იტყუებიან.

ახლა სააკაშვილის ყბადაღებულ პორტრეტზე ელჩის კაბინეტში ჩემთან. კარგად იციან, რომ ამას ელჩები არ კიდებდნენ და სამინისტროს შესაბამისი წესების მიხედვით სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა. ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა უკლებლივ. არ იციან ? იციან, მაგრამ მაინც უაზროდ იმეორებენ. ისიც კარგად იციან, რომ კანონის შესაბამისად ელჩს პოლიტიკური ნეიტრალობა ევალებოდა.

მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ან მე ჩავიქნიო, ან ჩემი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას?“ – წერს თენგიზ შარმანაშვილი.