თენგიზ შარმანაშვილი: “რუსების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ; არ მივცემ საშუალებას, რომ თავისუფლად ივაჭრონ; შევავიწროებ დასაბუთების გარეშე და, მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება, მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ზურაბაშვილი-გალუზინის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსული მხარის პოზიცია არალოგიკურია.
“რუსების პოზიცია ყველამ ვნახეთ. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არალოგიკური პოზიციაა – დავასანქცირებ; არ მივცემ საშუალებას, რომ თავისუფლად ივაჭრონ ჩემს ქვეყანაში და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ; შევავიწროეებ დასაბუთების გარეშე; კონკრეტულ, რეალურ დასაბუთებას არ მოვიტან – უბრალოდ, ვიტყვი რაღაც ფრაზას, დასაბუთების გარეშე და, მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ.
ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება, მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, რომ თავისანთი პიარი წამოიწყონ, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ვითარებაში, ამ ფონზე, არის ყოვლად წარმოუდგენელი”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


