პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: “ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა. ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი, უბრალოდ, არ არსებობს, მით უფრო – მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში”

“ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა”, – წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

„ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები.

სხვა მიზეზი, უბრალოდ, არ არსებობს, მით უფრო – მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში.
ოპოზიციას უხარია, მაგრამ ვერ ამბობენ, კონკრეტულად რას ზეიმობენ”, – წერს ანანიძე.