მსოფლიო

ზელენსკიმ მედიას კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნგრევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება აუკრძალა

BERLIN, GERMANY - NOVEMBER 03: Ukrainian President Volodymyr Zelensky and German Chancellor Friedrich Merz (not pictured) speak to the media following talks at the Chancellery on November 03, 2026 in Berlin, Germany. Zelensky is in Berlin to meet with German leaders ahead of a possible meeting between representatives from the USA, Russia and Ukraine in Abu Dhabi this week over the future of Russia's ongoing war in Ukraine. (Photo by Sean Gallup/Getty Images)

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს. განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ბრძანებულებით ძალაში შედის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 23 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება „2026-27 წლების მომდევნო სათბობი პერიოდისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის გაძლიერების ზომების შესახებ“.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ, მთავრობას ავალებს, „მიიღოს გადაუდებელი ზომები, რათა აიკრძალოს მედიაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნგრევის შედეგებისა და აღდგენის ვადების შესახებ ინფორმაციის გაშუქება, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დამცავი ნაგებობების მშენებლობის ეტაპებისა და მიმდინარეობის თაობაზე ცნობების გავრცელება“.