“მადლობას გადავუხდი ექიმებს, რომლებიც ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად უყურებდნენ ამ საკითხს, ჰქონდათ ძალიან რაციონალური წინადადებები და სწორედ ამ მიდგომამ მოგვცა, საბოლოო ჯამში, სწორი პოზიციის შეჯერების საშუალება. მადლობას ვეტყვი ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს, რომელსაც ანალოგიურად ჰქონდა ძალიან საქმიანი მიდგომა. სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, ყველა ერთად შევჯერებულიყავით ოპტიმალურ გადაწყვეტაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიღწეული იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი მიზანი, ამოცანა – ეს არის ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. სრულად იქნება დაცული კოლექტივის ინტერესები. საბოლოო ჯამში, სწორი ბალანსი, რომელიც გვინდოდა, გამოგვენახა ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მივიღეთ საუკეთესო გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე:”მივიღებთ ზომებს, რომ გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი აშენდება. ეს ყველაზე მეტად მიესადაგება როგორც სახელმწიფო, ასევე კოლექტივის ინტერესებს”
“მიღებული იქნება ზომები, რომ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი აშენდება. ეს არის გადაწყვეტა, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე მეტად მიესადაგება, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, ასევე კოლექტივის ინტერესებსპ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრის შემდეგ.


