პრემიერ– მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შევამკე.
მემორიალთან ვიმყოფებოდი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან, ვიცე–პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად“, – წერს კობახიძე.
საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებითარის გამოცხადებული.


