” პარადოქსია, რომ “ნაცმოძრაობა”, რომელმაც გააგრძელებინა რუსეთს ოკუპაცია საქართველოში, იმ ხელისუფლებას ემუქრება, რომელმაც რუსული ოკუპაცია პირველმა შეაჩერა ქვეყანაში”

142

საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში ოპოზიციის  გამოჩენას ეხმიანება სოციალურ ქსელშიხალხის ძალისწევრი თამარ ჩიბურდანიძე.

როგორც ჩიბურდანიძე  წერს, „ნაცმოძრაობისდა მის ირგვლივ შემოკრებილი მთლიანი ოპოზიციის გურლწრფელობაში ქართველ ხალხს ეჭვი ეპარება.

აქვე, „ხალხის ძალისწევრი ამბობს, რომ საქართველოს ოკუპაცია დღემდე გრძელდება იმ ტერიტორიებით, რომელიც უკვე მითვისებული ჰქონდა რუსეთს დანაციონალური მოძრაობის” მუქარა იმის შესახებ, რომ ოკუპაციის გაგრძელება ხელისუფლების ბრალია,  პარადოქსულად ჟღერს.

თორმეტი წლის წინნაცმოძრაობასთანკოჰაბიტაცია უცხოეთის მოთხოვნა იყო. ხელისუფლება როგორც ჩანს, გაუფრთხილდა პარტნიორულ ურთიერთობებს და ასევესურდათ, საქართველოში 90-იანი წლებიდან დაწყებული პოლიტიკური შურისძიების ეპოქა დასრულებულიყო.

ეს სწორი სტრატეგია იყო ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ  ხელისუფლების სახელმწიფოებრივი აზროვნებანაცმოძრაობამ” მტრულად გამოიყენა. დღეს კი, მათ  მტრულ პოლიტიკას მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციური პარტიები იზიარებენ.

პარადოქსია, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეს, “ნაცმოძრაობის” ლიდერები,  რომლებმაც გააგრძელებინეს რუსეთს ოკუპაცია საქართველოში 2008 წელს, იმ  ხელისუფლებას ემუქრებიან, რომელმაც რუსული ოკუპაცია პირველმა შეაჩერა ქვეყანაში.  საქართველოს ოკუპაცია დღემდე გრძელდება იმ ტერიტორიებით, რომელიც უკვე მითვისებული ჰქონდარუსეთს.

ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევაა, რომ რუსეთის ოკუპაციის გაგრძელების შეჩერებაშეძლოქართულმა ოცნებამ”. ეს დიდი მიღწევაა, საიდანაც შეიძლება დაიწყოს ზრუნვადეოკუპაციაზე. რაც შეეხებანაცმოძრაობის” და მის ირგვლივ შემოკრებილი მთლიანი ოპოზიციის პოზირებას კოჯორში, იუნკრების საფლავთან, მათი ყალბი სიტყვების არ  სჯერა ქართველ ხალხს. ეს ბევრჯერ დაამტკიცეს და წელს, საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.