ზურაბ ქადაგიძე: „ოპოზიციური დღის წესრიგი საზღვრებს გარედან იგეგმება და, შესაბამისად, რადიკალიზმი და პოლარიზაციაც ჩვენი ოპოზიციის პატრონების ნება-სურვილს შეესაბამება“

97

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ამავე საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„მსოფლიოში არ მოიძებნება ანალოგი და რა არის ამაზე დიდი სირცხვილი, რომ თავმოყვარე პოლიტიკოსი ფულად დახმარებას იღებდეს უცხო ქვეყნისგან?! ამიტომაცაა ქართული ოპოზიციის 90% კომპრომეტირებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი.

ამიტომაცაა, რომ ოპოზიციური დღის წესრიგი საზღვრებს გარედან იგეგმება და, შესაბამისად, რადიკალიზმი და პოლარიზაციაც ჩვენი ოპოზიციის პატრონების ნება-სურვილს შეესაბამება. თებერვალიო, იუნკრების ხსოვნა და ოკუპაციაო – მუხლები გადაიტყავეს ხოხვით ამ უსამშობლოებმა და სინამდვილეში, არანაირი განსხვავება არაა მათსა და ფილიპე მახარაძეს შორის”, – წერს ქადაგიძე.