ედიშერ გვენეტაძე “ხალხის ძალის” განცხადების შესახებ: „მსოფლიოს გლობალურ ძალებს სურთ, ადამიანების ცნობიერებიდან ამოაგდონ ცნებები: დედა, მამა, ვაჟიშვილი, ქალიშვილი, ცოლი, ქმარი. ესაა მასობრივი გლობალიზმისაკენ მიმავალი, ფულით გაგიჟებული მმართველი ელიტის გადაგვარება“

161

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ხალხის ძალის” განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“.

“დროში ყველაფერს დასასრული აქვს! მათ შორის, უდიდეს იმპერიებს! ვინც ღვთის ძალის წინააღმდეგ მოინდომებს სვლას, ის უცილობლად იღუპება! ასეა ამ შემთხვევაშიც!

ნახეთ, მსოფლიოს გარკვეულ გლობალურ ძალებს რა ჩანაფიქრი აქვთ და რისკენ მიისწრაფვიან – სურთ, ადამიანების ცნობიერებიდან ამოაგდონ ისეთი ცნებები, როგორებიცაა: დედა, მამა, ვაჟიშვილი, ქალიშვილი, ცოლი, ქმარი!

ადამიანის ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ ის ხდება სიცოცხლის საწყისი – დედა, მამა! ცოლი, ქმარი! “გვაქვს უთვალავი ფერითაო”, – თქვა დიდმა შოთამ და იგულისხმა ქალ-ვაჟი! და აგერ, ვიღაცას ამ მშვენიერების აკრძალვა სურს! დამეთანხმებით, ალბათ, რომ ასეთი “ურჯუკული” რამ დღემდე არც ერთ იმპერიის მესვეურს და არც ერთ დამპყრობელს თავში არ მოსვლია!

არც კალიგულას, არც ჯიბღუ ხაკანს, არც ბასილი ბულგალთმუსვრელს, არც ჩინგის ხანს, არც თემურ ლენგს, არც ჰიტლერს… ასეთი საშინელება აზრად არასდროს გაუვლია!

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა არის ეს?
დიდი ალბათობით, ესაა მასობრივი გლობალიზმისაკენ მიმავალი, ფულით გაგიჟებული მმართველი ელიტის გადაგვარება, გახრწნა და გათახსირება! რასაც ვერანაირად ვერ შეეგუება და მოითმენს გონიერი კაცობრიობის ნაწილი! ამას ფულის გამო ეგუებიან ხიდაშელები, უსუფაშვილი, გუბაზები, გიგაურები, გვარამიები, ჭიჭიკოები, პატიკოები, ხაზარაძეები…

მაგრამ საქართველო და მისი მოსახლეობის აბსოლუტურად აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც დიდი კლასიკოსი იტყოდა: “გაწყვეტას, მაგრამ ამ არაადამიანურობას ვერ შეეგუება!“

ჰოდა, ვუსვამ კითხვას ამ არსებებს: როგორ უნდა მიმართონ მათ შვილებმა? რა სიტყვებით?!
ან, პირიქით – ამ ფულისთვის ყველაფრის მკადრებლებმა – თავად საკუთარ ნაშიერ ვაჟებსა და ქალებს?
აი, ესაა დასასრული ამ კასტის, რომლებიც ფულს ჰყავს გაგიჟებული, ფულს!” – წერს ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.