“ყველაზე მძლავრი იარაღი, რაც გაგვაჩნია, არის ჩვენი ტრადიციები და იდენტობა. ამას ვამბობდით ყოველთვის, ყველა წერილში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ამავე მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ახლა, უკვე ოფიციალურ დონეზე, როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასეთი მიმართვა გაუკეთა თავის თანამშრომლებს, დიდ ბრიტანეთში – ჯანდაცვის სამსახურმა და ესპანეთში, სამწუხაროდ, გვირგვინი იყო, რომ 10 წლამდე ბავშვებს გეი დროშები დააკავებინეს ხელში და ეროტიკული ტანსაცმელი ჩააცვეს, ნიშნავს იმას, რომ ეს არის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ პროპაგანდა არის დამღუპველი ზოგადად, მსოფლიოსთვის და ჩვენს შემთხვევაში, საქართველოსთვის (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ საქართველო გვაინტერესებს), ვგულისხმობთ, სწორედ, ასეთ მაგალითებს, – როდესაც ეს პროპაგანდა შესულია თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის, კინოინდუსტრიაში. ძალიან სამწუხაროა, პრინციპში – გასაკვირი და „საინტერესოა“, რას იტყვის ამასთან დაკავშირებით ხაზარაძე და მისი პოლიტიკური პარტია, როდესაც მისმა შვილმა, ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით, ერთ-ერთ კინოფესტივალზე პრიზი მოიგო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


