„30 წელია, რაც აშშ საქართველოს “სტრატეგიულ პარტნიორად” იწოდება, მაგრამ დღემდე, საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ტერიტორიაზე მოხვედრა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ“

252

საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ჩინეთმა, რომელთანაც სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება სულ რაღაც 7 თვის წინ გავაფორმეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. ასევე, ჩინეთსა და საქართველოს შორის უკვე მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.

30 წელია, რაც აშშ საქართველოს “სტრატეგიულ პარტნიორად” იწოდება, მაგრამ დღემდე, საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ტერიტორიაზე მოხვედრა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ – მექსიკის საზღვრიდან მავთულხლართების, მიწურების, სამალავებისა და დროებითი დაკავების იზოლატორების გავლით….
მშრალი ფაქტები!“ – წერს შაქარიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.