„70 წელია, მიმდინარეობს კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორიის გადაწერისა და ახალი იდეოლოგიით ჩანაცვლების მცდელობა, რომელიც ელემენტარულ ღირებულებებს აღარ ითვალისწინებს – არც სქესს, არც ოჯახურ ურთიერთობებს, არც შვილთან დამოკიდებულებას და ა.შ.“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა.
ქართველიშვილმა ისაუბრა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილზე, რომელშიც დასმულია კითხვა – არის თუ არა აშშ, რეალურად, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.
„ჩვენი დღევანდელი წერილი ძირითადად აშშ-თან საქართველოს ურთიერთობებს ეხება, ითვალისწინებს ამ ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებთ, ღირებულებით ერთობლიობას, ან ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ორმხრივ ინტერესს განაპირობებს. მაგრამ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრანსგენდერები წარმოადგენენ ამერიკის სულიერების სიმბოლოს; როდესაც სახელმწიფო მდივანი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ბრძანებას გადასცემს, რომ თავი შეიკავონ დედის, მამის, ქალიშვილის, ვაჟიშვილის ხსენებისგან და ის ახალმოგონილი, გენდერული ტერმინებით ჩანაცვლდეს, რამდენად ჯდება იმ ღირებულებებში, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია და ვიცავთ; რომელსაც არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ვახურდავებთ? ამ გაუკუღმართებულ ღირებულებებთან, რა თქმა უნდა, არავითარი შეხება არ გვაქვს.
ჩვენ არც არავის მონები ვიყავით და არც გვინდა, რომ ვიყოთ. საქართველოს დამონებისა და კოლონიზაციის მცდელობა, ისტორიულად, ძალიან ცუდად მთავრდება მათთვის, ვინც ამას განიზრახავს“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


