„აშშ-ის საზოგადოებაში და, კონკრეტულად, ახალგაზრდებში კატასტროფულად იზრდება საკუთარი თავის როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლის იდენტიფიცირების მაჩვენებელი. სურათზე მოცემულია თაობათა შორის და წლების მიხედვით მაჩვენებლის მზარდი დინამიკა. მიზანმიმართული ტყუილი და ფარსია ის “ნარატივი”, რომ აგიტაცია-პროპაგანდა არ მუშაობს და ბუნებრივ პროცესზეა საუბარი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.
„პრიმიტიული მაგალითი:
– წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა, – ნებისმიერი გენეტიკის მქონე ბავშვი აუცილებლად დაიწყებს საუბარს იმ ენაზე, რაზეც საუბრობდა მისი გარემოცვა!
დამანგრეველი ეფექტი აქვს ლგბტ თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც პროპაგანდისტების მხრიდან წახალისებულია ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით.
ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდის ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.


